გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტრამპის პირველი კომენტარი აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მიერ ირანთან ომის პროტესტის ნიშნად თანამდებობის დატოვებაზე

17-03-2026

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის ჯო კენტის გადადგომაზე (ირანთან ომის მიმართ პროტესტის ნიშნად) პირველი კომენტარი გააკეთა.

 

ოვალურ კაბინეტში ირლანდიის პრემიერთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე ტრამპმა განაცხადა:

 

"წავიკითხე მისი განცხადება... მე მას ყოველთვის კარგ კაცად ვთვლიდი, მაგრამ ასევე ყოველთვის ვთვლიდი, რომ სუსტია უსაფრთხოების საკიტხებში, ძალიან სუსტი...

ძალიან კარგია, თუ წავიდა. იგი თვლიდა, რომ ირანი საფრთხეს არ წარმოადგენდა ამერიკისთვისო. არადა, მართლაც წარმოადგენდა, ამას ყველა ქვეყანა დაადასტურებს".

 

ცნობითვის: აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ჯო კენტი ირანთან ომის პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა.

 

"ირანი ჩვენი ქვეყნისთვის უშუალო და პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ამიტომ სრულიად ნათელია, რომ ჩვენ ეს ომი ისრაელისა და ძლიერი ებრაული ლობის ზეწოლით დავიწყეთ.

 

თქვენ 2025 წლის ივნისამდე თვლიდით, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი აშშ-სათვის ხაფანგი იქნებოდა, მაგრამ... მე როგორც ვეტერანი, რომელიც 11-ჯერ ვმონაწილეობდი საბრძოლო მოქმედებებში, მე როგორც ოქროს ვარსკვლავის კავალერი და ქმარი იმ საყვარელი ცოლისა, რომელიც ისრაელის მიერ გაჩაღებულ ომში დაიღუპა, არ შემიძლია მხარი დავუჭირო ახალგაზრდა თაობის გაგზავნას იმ ომში სასიკვდილოდ, რომელსაც ამერიკელი ხალხისათვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს",  - დაწერა ჯო კენტიმ სოცქსელში.

 

ჯო კენტი დონალდ ტრამპის გუნდის წევრი იყო, მისი კანდიდატურა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად აშშ-ის კონგრესმა შარშან ივლისში დაამტკიცა.