გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ზუგდიდში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს

12-12-2018

2019 წლის შესახვედრად წინასაახალწლო სამზადისი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში დაიწყო.


ამ დროისთვის საახალწლო დეკორაციებისა და განათებების ნაწილი დამონტაჟებულია დადიანების სასახლის ეზოში.


საახალწლოდ მოირთვება ზვიად გამსახურდიას გამზირი, აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩები, ცენტრალური მოედანი, ბულვარის ტერიტორია, ბულვარის შიდა ტერიტორია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის კარიბჭემდე მისასვლელი გზა, მუზეუმის ეზო, მუზეუმში არსებული მარადმწვანე მცენარეები, ნიკოსეულ სასახლესთან მდგარი ნაძვის ხე და მუზეუმის ეზოში ლამპიონები.


მთავარი საახალწლო ნაძვის ხე კი სკეიტ პარკში დაიდგმება.იქვე გაიმართება ძირითადი საახალწლო ღონისძიება და დამონტაჟდება „ანგელოზის“ კონსტრუქციაც.


საახალწლო პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. პარალელურად მოეწყობა „საშობაო ბაზრობა“, საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი.


ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო დეკორაციებისთვის ზუგდიდის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 327 ათასამდე ლარი გამოიყო.


pia.ge