გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე: დღეს, როცა ასეთი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა

20-03-2026

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.


"დღეს, როცა ასეთი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა და იმ სულიერი ერთობის შენარჩუნება, რასაც იგი მთელი ცხოვრება გვასწავლიდა.


მჯერა, რომ მისი ნათელი სული და მემკვიდრეობა გააგრძელებს ჩვენს გზას იმ მიმართულებით, სადაც რწმენა, სიყვარული და სამშობლოს ერთიანობა არის უმაღლესი ღირებულება.


ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!" - განაცხადა კობალაძემ.