გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა

20-03-2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სულის მოსახსენიებლად და პატივის მისაგებად პანაშვიდს დაესწრო. 

 

ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა,  სამხედრო მოსამსახურეებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა.