გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბიძინა ივანიშვილი: ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას, დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას

22-03-2026

„ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას. დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა.

 

დღეს ყველა - დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა. 


სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს.  მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არამხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.