გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

23-03-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთების, მიტოვებული შენობების და ტყისპირა ზოლების ვიზუალური დათვალიერება. ბრძოლის ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება.


მონიტორინგის პარალელურად, საინფორმაციო შეხვედრები ტარდება მოსახლეობასთან. სპეციალისტები ადგილობრივებს სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის მეთოდებს აცნობენ, რომელთა შორის განსაკუთრებით ეფექტიანია მექანიკური მეთოდების გამოყენება.


სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მომდევნო ეტაპზე „მონიტორინგის ხაფანგებს" დაამონტაჟებენ, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების" განთავსება, შემდეგ კი, ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები დაიწყება.