24-03-2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „ჰეროინი“ „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მცენარე კანაფი“, ნედლი და გამომშრალი „მარიხუანა“.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
17-01-2026