გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

24-03-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.


თურქეთის ელჩმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.


ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.


ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.