გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლიეტუვის პრემიერის განცხადებით, სამხედრო დრონი, რომელიც მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო

24-03-2026

სამხედრო დრონი, რომელიც ლიეტუვაში ჩამოვარდა, უკრაინიდან იყო. ის თავდაპირველად რუსეთის მიმართულებით იყო გაშვებული, თუმცა შემდეგ კურსი დაკარგა, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ.


„დრონი, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე გადაკვეთა და ვარენას რაიონში შევიდა, უკრაინული იყო და ის დაკავშირებულია იმ ოპერაციასთან, რომელსაც უკრაინელები იმ ღამეს რუსეთის წინააღმდეგ ატარებდნენ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.


ბალტიისპირეთის ქვეყნის არმიამ განაცხადა, რომ დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა და ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, გაყინულ ტბაში ჩამოვარდა.


„ეს არ არის ადგილობრივი ინციდენტი, ეს უფრო ფართო უსაფრთხოების სურათის ნაწილია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დამატებით რისკებს ქმნის მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა რუგინიენემ პრესკონფერენციაზე.