გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

25-03-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს არსებული სარწყავი ქსელის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფერმერებისთვის საირიგაციო წყლის მიწოდების ეფექტიანობის გაზრდას.


ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვაზიანის არხის ცალკეული მონაკვეთების წმენდის სამუშაოები, რაც მოიცავს არხის კალაპოტში დაგროვილი ნატანი მასისა და მცენარეული საფარის მოცილებას. პარალელურად ხორციელდება გადამღვრელი კვანძის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ნაკადის რეგულირებას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.


აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად, 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება, რაც დადებითად აისახება მოსავლიანობის ზრდასა და აგროსექტორის განვითარებაზე.