გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

25-03-2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველების მიერ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ – 1968 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად გ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჩ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.