გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

“ნადირობის შესახებ” კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა

25-03-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოს კანონის პროექტის „ნადირობის შესახებ“ სამუშაო ვერსია განიხილეს. კანონპროექტის სამუშაო ვერსია შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა წარადგინა.


„ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებულ მონადირეს ექნება მონადირეთა საერთაშორისო ორგანიზაციის (CIC) მიერ აღიარებული ნადირობის სერტიფიკატი. ახალი კანონით საქართველოში დაიწყება ველური ბუნების მდგრადი მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სანადირო სახეობების პოპულაციების აღდგენას, ასევე ბრაკონიერობის შემცირებას; მოხდება ადგილობრივი სახეობების აღწარმოება, სანადირო მეურნეობების წინასწარი დაპროექტება, საზოგადოებრივი სავარგულების დადგენა და ადგილობრივ სახეობებზე ნადირობის დაშვება ინდივიდუალური ლიცენზიით", - აღნიშნა რევაზ ბეჟაშვილმა.


ნადირობის შესახებ ახალი კანონი ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას. კანონპროექტის მიზანია სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა; სანადირო სექტორის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა; ნადირობის ტრადიციის შენარჩუნება და სოციალური თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სანადირო სისტემის შექმნა; საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კერძოდ, ფაუნის ცალკეულ სახეობათა რიცხოვნობის ზრდა მათი აღრიცხვის, მონიტორინგისა და აღწარმოების ღონისძიებების გამოყენებით.


კანონის პროექტი „ნადირობის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადდა.