გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

12-12-2018

გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაო პროცესს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.


„პროექტი გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის (კახნიაშვილის ქუჩიდან 26 მაისის სანაპირომდე), საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.


სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მას სამშენებლო კომპანია შპს „შარას“ ახორციელებს.


მე-2 საჯარო სკოლასთან, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც მოეწყობა“, - ნათქვამია გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.


ipn.ge