გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

26-03-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმიური კონტროლის შედეგად, თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს.


ფიზიკური პირი ზ. ტ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, აფასოებდა ხიზილალას. ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.


კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან სურსათის უვნებლობისადმი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და გაიარონ ყველა სავალდებულო პროცედურა საქმიანობის დაწყებამდე.