გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პროკურატურამ მეუღლის გაუპატიურების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

26-03-2026

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის გაუპატიურების, მუქარის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ძალადობით და ძალადობის მუქარით გააუპატიურა ორსული მეუღლე, რომელსაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ორსული ოჯახის წევრის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ) და 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" და „დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თელავის რაიონული სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.