გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს

27-03-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს.


ამ ეტაპზე სამუშაოები კაშხლის ქვედა ბიეფში მიმდინარეობს, რაც მოიცავს სპეციალური დამცავი კონსტრუქციების მოწყობას და დაზიანებული მექანიზმების აღდგენას.


ჩატარებული ღონისძიებები წყლის უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს. ამასთან, სოფლების: დიმის, როკითისა და დიდველას, 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.


შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


დიმი-როკითის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში და გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს დასრულდება.