გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ იოსელიანი: თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობა მნიშვნელოვანი გარემოებაა არამარტო ტურისტული ნაკადების ზრდის, არამედ საქმიანი კავშირების განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც

27-03-2026

„2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი დაუკავშირდება - 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება ფრენები თბილისსა და კოპენჰაგენს შორის. ეს ნიშნავს ჩრდილოეთ ევროპის მეტ დაკავშირებადობას საქართველოსთან და ტურისტული ნაკადების ზრდას", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ახალი ავიამიმართულების დაწყება.


თბილისსა და დანიის სამეფოს დედაქალაქს შორის პირდაპირ ავიარეისებს სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი - Norwegian Air Sweden შეასრულებს.


„სკანდინავიის ბაზარი ტურისტული თვალსაზრისით ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიულია. ამასთან, კოპენჰაგენის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაბია ევროპის რეგიონში, შესაბამისად, ამ მიმართულებით სკანდინავიის ქვეყნებიდან მოხდება ტურისტული ნაკადების მზარდი დაკავშირებადობა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქთან", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზს გაუსვა, რომ რეგულარული ფრენები დანიის სამეფოდან მთელი წლის განმავლობაში შესრულდება, რაც, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპის მეტ დაკავშირებადობას ჩვენს ქვეყანასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი, დამატებითი შესაძლებლობა იქნება, კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებისკენ.


„თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ავიარეისების არსებობა მნიშვნელოვანი გარემოებაა არამარტო ტურისტული ნაკადების ზრდის, არამედ საქმიანი კავშირების განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.