გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

Visa-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს

27-03-2026

საერთაშორისო გადახდის სისტემა Visa-მ რუსეთში ოთხი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


დოკუმენტები „როსპატენტში“ მარტში შევიდა. განმცხადებლად კი მითითებულია კომპანია „Visa International Service Association“.


სასაქონლო ნიშნის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანია შეძლებს საკომუნიკაციო და სატრანსპორტო მომსახურებების გაწევას.


ცნობისთვის, 2022 წლის მარტის დასაწყისში საერთაშორისო გადახდის სისტემებმა Visa-მ და Mastercard-მა რუსეთში ყველა ოპერაცია შეაჩერეს.