გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსეთში აცხადებენ, რომ Puma-ს ქვეყანაში 4 სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია სურს

30-03-2026

გერმანულმა Puma-მ რუსეთში 4 სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია „როსპატენტის“ ბაზის შესწავლის შედეგად ავრცელებს.


მათი ცნობით, სავაჭრო ნიშნების „King“, „Король“ და ბრენდული ზოლების რეგისტრაციის განაცხადები უწყებაში 27 მარტს შევიდა. წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანია ამ სავაჭრო ნიშნების ქვეშ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, ჩანთების, თავსაბურავებისა და ტანვარჯიშის ინვენტარის გაყიდვას შეძლებს.


2022 წლის მარტში Puma-მ შეწყვიტა რუსეთში მიწოდება და ქვეყანაში მაღაზიები დახურა.