გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფლის განვითარების სააგენტო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას გაზრდილი ბიუჯეტით ახორციელებს

30-03-2026

2026 წელს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თითოეული დამზღვევისათვის სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-ს დააფინანსებს, რაც ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.


პროგრამის პირობების თანახმად, ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს დააზღვიოს მაქსიმუმ 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში - 100 ჰექტრამდე ფართობი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე.


დამატებითი მხარდაჭერა გათვალისწინებულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწებისათვის, ამ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი სადაზღვევო პრემიის წილი კიდევ 5%-ით იზრდება.


აგროდაზღვევის პროგრამა ფარავს ძირითად სტიქიურ რისკებს, მათ შორის: სეტყვას, წყალდიდობას, ქარიშხალს და საშემოდგომო ყინვას. ამასთან, საშემოდგომო ყინვის რისკი ვრცელდება მხოლოდ ციტრუსოვან კულტურებზე, 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.


აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა უკვე ათ წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება და ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას, დაიცვან საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან.


2014 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში: 72,703 ბენეფიციარზე გაცემულია 194,000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი; ანაზღაურებული ზარალის საერთო მოცულობამ 92 მილიონ ლარს გადააჭარბა.


სადაზღვევო პოლისის შეძენა შესაძლებელია საქართველოში მოქმედ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებში: ალდაგი, ალფა, თიბისი დაზღვევა და ნიუ ვიჟენ დაზღვევა.