გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტები გამოავლინა

30-03-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში გამოავლინეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.


შპს ,,იდა აგრო საქართველო" (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. იმირი), ი/მ შ. ჩ (თერჯოლა, სოფ. საზინო) და ი/მ რ. ჭ (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი N2, ობიექტი N16) კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ. აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს, შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აეკრძალათ პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობა.


2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.