გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30-03-2026

საქართველოს ტყეებში ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განსახილველად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


ერთობლივი კომისიის შეხვედრაზე, რომელსაც გორის და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გვაზავა და საპატრიარქოს საეკლესიო დაცული ტერიტორიების კონსულტანტი დეკანოზი პეტრე (ხუმარქაშვილი) ესწრებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილმა ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ეკოსისტემების დაცვას და მდგრად მართვას. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა ტყეში არსებული ეკლესია-მონასტრების რეგისტრაციის, ეკლესიისათვის მიჩენილი ფართობების მართვის და სხვა უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხები.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2024 წლის 15 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ერთობლივი კომისია. მისი მიზანია საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობების მდგრადი მართვის ხელშეწყობა, ასევე, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება.


შეხვედრას კომისიის თანათავმჯდომარე, გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი,  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ოთარ ედიშერაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.