გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აჭარაში აზიური ფაროსანას მონიტორინგი მიმდინარეობს

30-03-2026

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ფანცხავამ ხაზი გაუსვა ბრძოლის პროცესში სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობასა და მზაობას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის აჭარის ჯგუფის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები  მიმდინარე წელსაც პროგრამის შესაბამისად გაგრძელდება. ამ ეტაპზე, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი მავნებლის  რაოდენობის დადგენის მიზნით, ხორციელდება მონიტორინგი და ღონისძიებები შედეგების შესაბამისად დაიგეგმება.