გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა ნიქოზში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს

30-03-2026

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.


უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ თერაპევტი, კარდიოლოგი,ზოგადი ქირურგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი (ექოსკოპისტი), 70-მდე ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება; ჩატარდა, ასევე, ლაბორატორიული კვლევები; განხორციელდა 243 სამედიცინო ვიზიტი;


აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს მხარდაჭერით, გასული წლის ივნისში გადაეცა; ჰოსპიტალი, სამსახურის ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო სამედიცინო აქციებს, მოძრავი ამბულატორიით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად ატარებს.


ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.