გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სურსათის ეროვნული სააგენტო: ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ

30-03-2026

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს.


ცხოველები გადაყვანილია ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც მათ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდებათ პროგრამით გათვალისწინებული მანიპულაციები - ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კვლევები, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია-სტერილიზაცია. ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველებს ეკიპაჟები ისევ ქალაქ ზუგდიდში დააბრუნებენ.