31-03-2026
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინა წაქაძის განმარტებით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის" შესაბამის სიებში, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას გაერო-ს სიებში შეტანილი 15 ახალი დასახელების ნივთიერება, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერებების სიას ერთი ნივთიერება ემატება.
გარდა ამისა, კანონპროექტით, პრეკურსორების სიის ცხრილს ემატება 18 ახალი ნივთიერება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.