გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

31-03-2026

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებებით წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის და ყურადღება ნარჩენების მართვის საკითხებზე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„ნარჩენების სწორი მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში მოქმედებს ნარჩენების მართვის კოდექსი, შემუშავებულია სტრატეგია და ეროვნული გეგმა. საქართველო მიერთებულია მაღალი ამბიციის კოალიციასა და „ნულოვანი ნარჩენის“ ინიციატივას. ამ ეტაპზე, ერთ-ერთ გამოწვევას  ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტების მოწყობა წარმოადგენს, სადაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეტაპობრივად იწურება არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირების ვადა, შესაბამისად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მოწყობა კრიტიკულ საჭიროებას წარმოადგენს.


როლანდ პრაისის განცხადებით, მსოფლიო ბანკი მზად არის მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს ქვეყანაში  პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.