გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

დუისში საცხენოსნო სკოლის მშენებლობა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყება

12-12-2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისში უხუცესთა კავშირის გამგეობის საბჭოს წევრებს ეთნოგაფოულ მუზეუმში შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი ხეობაში არსებულ პრობლემებს შეეხო, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ საცხენოსნო სკოლის და სათემო სახლის მშენებლობის აუცილებლობაზე გაახვილა ყურადღება. თქვა, რომ ადგილობრივების ეს მოთხოვნა გათვალისწინებული და ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.


დღეს ცნობილი გახდა, რომ საცხენოსნო სკოლის მშენებლობა და სოფელ დუისში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყება.

შეხვედრის შემდეგ ლია გიგაური ქისტების პანკისის ხეობაში დასახლებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ დოღსაც დაესწრო.


imedinews.ge