გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკში ჭერი დაზიანდა

12-12-2018

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, ჭერი დაზიანდა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით „ბანა ჯგუფმა“ შეასრულა.


„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, სამუშაოები უხარისხოდაა ჩატარებული და ხარვეზი უკვე ჩაბარებულ ობიექტში გამოვლინდა. მუზეუმის დირექტორის მტკიცებით კი, მშენებარე ფირმა პრობლემის დროულად აღმოფხვრას უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს.


„ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიუხედავი. ამოსული იყო ხე-მცენაარები და კედლები დაბზარული იყო. ცოტა ხნის წინ, მისი რეაბილიტაცია მოხდა. რაც შეეხება მიშენების ნაწილს, მიშენებულ კონსტრუქციაში ძლიერი წვიმის დროს რამდენიმე ადგილზე წყალი ჩამოვიდა. „ბანა ჯგუფის“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, შეისწავლეს ადგილზე. გადაწყდა, რომ მოხსნილიყო ჭერი, რაც არ ჩამოვარდნილა. დაისახა გეგმა და უახლოეს დღეებში მოხდება ამ დაზიანებების აღმოფხვრა“, – აცხადებს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორი ელენე გაბლიანი.


1tv.ge