გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლანჩხუთის N1 სკოლაში ნულოვანი ნარჩენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

1-04-2026

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.


ღონისძიებას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭელიძე და სკოლის ადმინისტრაცია დაესწრნენ.


„ნარჩენების მართვა დღეს ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ამიტომ ცნობიერების ამაღლება აუცილებელია სწორედ სკოლის ასაკიდან დაიწყოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობამ სწორად გაიაზროს გარემოს დაცვის მნიშვნელობა, ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების საჭიროება, რადგან ეს პირდაპირ აისახება როგორც გარემოს უსაფრთხოებაზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.


ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე პრაქტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და შემეცნებითი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ვიდეორგოლები წარუდგინეს.


განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თემატურმა აქტივობებმა, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკულად გაეაზრებინათ ნარჩენების დახარისხების, შემცირებისა და გადამუშავების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.


ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წელს დააწესა. მისი მიზანი ნარჩენების წარმოქმნის შემცირება, გადამუშავების კულტურის დამკვიდრება და პასუხისმგებლიანი, მდგრადი მოხმარების პოპულარიზაცია, რაც თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.