გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

1-04-2026

მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი საჰაერო მიმოსვლას ჰერაკლიონი - თბილისი - ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ფრენები 6 ივლისიდან 22 სექტემბერის ჩათვლით კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.


Sky Express-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით ასრულებს. ჰერაკლიონი - თბილისი ავიაკომპანია Sky Express-ისთვის ახალი მიმართულებაა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284 858 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 29%-ით აღემატება ორ ქვეყანას შორის 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220 776). მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები - ეგეოსის ავიახაზები, სქაი ექსპრესი და ვიზ ეარი კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ.