გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს

1-04-2026

ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს. კომპანიას ასევე სურს, Google Meet-ის, Google Workspace-ის, Google Drive-ის, Google Mail-ის, Gmail-ის და Google Cloud-ის სახელებისა და ლოგოების სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია.


გარდა ამისა, ზოგიერთი განაცხადი ეხება Pixel ბრენდს - Google Pixel, Pixel Buds, Pixel, Google Pixel Buds. Google-ს ასევე სურს Bigtable, Firebase, Nest და Tensorflow სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია.


"როსპატენტის" ცნობით, ამერიკულმა კომპანია Google LLC-მ, ყველა განაცხადი მარტის ბოლოს შეიტანა.