გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებს გააცნეს

2-04-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმების, სარწყავი სეზონისთვის მზადების პროცესისა და წყალმომხმარებლებთან თანამშრომლობის ახალი მიდგომების გაცნობა  იყო.


გენერალურმა დირექტორმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი)  მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი,  ასევე აღნიშნული ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას. აღინიშნა, რომ დროული კოორდინაცია და წინასწარ დაგეგმვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წყლის თანაბარ და უწყვეტ მიწოდებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში.


„სასურველ დროს სარწყავი წყლის შეუფერხებლად მისაღებად, წყალმომხმარებლებმა „საქართველოს მელიორაციასთან“ უნდა გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება, რაც უზრუნველყოფს სარწყავი წყლის გეგმიურ, თანაბარ და სტაბილურ განაწილებას. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წყალმომხმარებლები მომსახურების საფასურს მხოლოდ სარწყავი წყლის მიღების შემდეგ გადაიხდიან,“ - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.


მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან ეფექტიან თანამშრომლობას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს აგროსექტორის მდგრად განვითარებასა და ფერმერების ინტერესების უკეთ დაცვას.