გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქობულეთში გაუჩინარებული ბიჭის ფოტოებს ოჯახი ქუჩებში ავრცელებს

14-12-2017

ქობულეთში, სოფელ დაგვაში გაუჩინარებულ 18 წლის გოგი დოლიძეს ეძებენ. მე-11 კლასელი ბიჭი 7 დეკემბრის მერე აღარ უნახავთ.

დღეს დილიდან ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ინფორმაცია და ფოტოსურათი გაუჩინარებული ბიჭის ძებნის შესახებ. გაუჩინარებული გოგი დოლიძის და, თეონა დოლიძე ამბობს, რომ ინფორმაცია ძებნის შესახებ ბათუმის გარდა, თბილისში, ქუთაისსა და ლანჩხუთში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს.

„რამდენიმე პირი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ნახეს, მაგრამ პოლიციამ ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო და არ დადასტურდა. არაფერი არ არის ცნობილი,“ – გვითხრა თეონა დოლიძემ.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

წყარო: გაზეთი "ბათუმელები"