გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა

2-04-2026

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა მას 43 წელი შეუსრულდებოდა.


ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.


არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ასევე, იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალებისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.


34 წლის არჩილ ტატუნაშვილი, საოკუპაციო რეჟიმმა, ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს, უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, მისი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.


საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო მისიებთან ერთად, თითქმის 1 თვის განმავლობაში ცდილობდა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, წინააღმდეგობას აწყდებოდა; ცხინვალი, ქართული მხარისა და ოჯახისთვის ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარს ამბობდა. საბოლოოდ, ოჯახს, არჩილის ცხედარი, 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. როგორც დადგინდა, ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, წამებით იყო მოკლული. მის ცხედარს, მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.


არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში საერთაშორისო-სამშვიდობო მისიების მონაწილე იყო, ახალგორიდან დევნილი გახლდათ და მისი ოჯახი წილკანში ცხოვრობს.


უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალებში, 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.