გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაციის ადგილების კონტროლს იწყებს

2-04-2026

პლასტმასით გარემოს დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, 1 აპრილიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად იკრძალება პლასტმასის ისეთი მასალებისა და ნაკეთობების რეალიზაცია, როგორიცაა სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები.


აღნიშნული რეგულაციის აღსრულებაზე მაკონტროლებელი უწყება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რეგულარულად განახორციელებს კონტროლს სარეალიზაციო ადგილებზე და თითოეულ დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ მოთხოვნების დარღვევაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და ამავდროულად, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და 2 ათას ლარს შეადგენს.