გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარულ აგრარულ სკოლა „კავკასია“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2-04-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრარულ სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფას.


პარტნიორობა ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვის შესაძლებლობებზე, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მოთხოვნები და გაზარდონ დასაქმების პერსპექტივები.


თანამშრომლობა ასევე მოიცავს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშეწყობას, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი პრაქტიკებისა და მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციურ პროექტებს და კვლევებს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების კომპეტენციების გაძლიერებას.


მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი აქტივობების განხორციელებას, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს, საინფორმაციო კამპანიებს, ტრენინგებს, სემინარებს, სამუშაო შეხვედრებს და გამოცდილების გაცვლას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ამაღლებას, გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების გაძლიერებას და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციას.