გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა - ნინო ენუქიძე

2-04-2026

2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა. მისი განმარტებით, სახელმწიფო ქონების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაშვება ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების ზრდასა და დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას.


„აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა. დაგეგმილი 31 მილიონი ლარის ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 52 მილიონ ლარზე მეტი.


აღნიშნული პირდაპირ საპირწონედ გულისხმობს იმას, რომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება ჩაერთვება ეკონომიკურ ბრუნვაში. აღნიშნული კი გაზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ყოველივე აისახება მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე", - აცხადებს ნინო ენუქიძე.


2026 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 112 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც 68 ობიექტი გაიყიდა.


სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, აქტიურად განაგრძობს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს პროაქტიულად სთავაზობს საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას.