გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

3-04-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლექტორის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა ხე-ბუჩქნარისა და დაგროვილი ნატანი მასისგან. აღნიშნული კოლექტორი წყლით ამარაგებს 67 ჰექტარზე განთავსებულ ტბორსაც.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ტბორის წყალმომარაგება, ისე სოფელ ჭიაურის ტერიტორიაზე წყლის მიწოდება. სისტემის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს მიწების დროულ მორწყვას და წყლის რესურსების რაციონალურ მართვას.