გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მარიამ ქვრივიშვილი: მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის" რესურსის ოპტიმიზაცია

5-04-2026

„ენგურჰესი" ჩვენი ენერგეტიკის სექტორის ხერხემალია, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დებატებში მონაწილეობისას განაცხადა.


მინისტრის განცხადებით, ენგურჰესში მიმდინარეობს რთული, თუმცა აუცილებელი რეფორმა, რომელიც მოიცავს საკადრო, ოპერაციულ და ტექნიკურ მიმართულებებს.


„ძალიან რთული, თუმცა კომპლექსური და ძალიან საჭირო რეფორმა მიმდინარეობს დღეს ენგურჰესში, მათ შორის, საკადრო, ისევე როგორც სხვა საოპერაციო და ტექნიკური და ჩვენ, მიმდინარე პერიოდში, ძალიან მალე წარმოვადგენთ მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება ყოველწლიურად ენგურჰესის რესურსის ოპტიმიზაცია, გაჯანსაღება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ინფრასტრუქტურულ ჩარევებს იმისთვის, რომ ჰესმა განაგრძოს მეტი სარგებლის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.