გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე

5-04-2026

უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და, ბუნებრივია, ამ სტანდარტით იმოქმედებს სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული პროექტის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა.


„ბევრი რამ შეიცვალა ამ დარგის მართვის მიმართულებით, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში სერიოზული რეფორმები გატარდა და განსხვავებული მიდგომებით მუშაობს დღეს სამინისტრო. შესაბამისად, გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება აუცილებლად უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადი გეგმის დამუშავების შემთხვევაში,"- აღნიშნა პრემიერმა.