გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ, ფაქტები არსებობს

5-04-2026

იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირდაპირ ფაქტები არსებობს - გამოიყვანეს მოქალაქეები და მერე ის ჰესი აშენდა.


„ის ჰესი რომ აშენდა, იმის უკან რა იდგა, ამაზე ვსაუბრობ. მოქალაქეები გამოვიდნენ, შემდეგ ჩააწყნარეს პროტესტი და ჰესი აშენდა. გამოდის, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა ეს მოქალაქეები, რადგან რაც გააპროტესტეს, ის მოხდა. რის სანაცვლოდ შეიყვანეს მოქალაქეები შეცდომაში იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამაზე ვსაუბრობ. ჩვენი ინფორმაციით, რასაც გამოძიება დაადგენს, ეს იყო პირდაპირ შანტაჟი, ფულით შანტაჟი, წილებში ჩასმა და ა.შ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.