გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში გამოვლენილ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო

5-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე დაიწყო.


დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ კრწანისში, გიგანტის ტყის მიმდებარე ხევში ცხოველური ნარჩენით დაბინძურებულ ადგილზე პირველადი დათვალიერების აქტი შეადგინეს.


სამართალდამრღვევის დადგენისა და საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.