გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

6-04-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.


პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას.


ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე და ამ კუთხით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლზე, რომლის მორიგი სხდომა საქართველოში უახლოეს მომავალში გაიმართება.


შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, რაც რეგიონული სტაბილურობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


მხარეებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობას მდგომარეობის დეესკალაციისა და მშვიდობის აღდგენისთვის.