გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დედოფლისწყაროში ირიგაციის ახალი ტარიფებისა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

7-04-2026

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფებისა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ირიგაციის სისტემების ეფექტიანი მართვის საკითხები და სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმები განიხილეს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მხარეებმა იმსჯელეს სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე და წყალსარგებლობის ხელშეკრულებების დროულად გაფორმების აუცილებლობაზე.


აღინიშნა, რომ 2026 წლის თებერვლიდან 2027 წლის იანვრის ჩათვლით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყლის მიწოდებას შეთანხმებული და დამტკიცებული რეჟიმით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სარწყავი წყლის თანაბარ, სტაბილურ და პროგნოზირებად განაწილებას. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დეფიციტის რისკებს და გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვის შესაძლებლობებს.