გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრები გაიმართა

7-04-2026

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.


შეხვედრების ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. გაიმართა ლექცია-სემინარები პლასტმასის მოხმარების შემცირების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებზე.


შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და საკითხების უკეთ გააზრებას შეუწყო ხელი.


„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ყველა ბავშვისთვის, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოწყვლად თემებს, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს განვითარების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე ჩატარდა დაახლოებით 90-მდე სკოლაში. ინიციატივა აქტიურად გრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.