გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

იაპონიის სამ ქალაქში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართება

7-04-2026

იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილს ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. Road Show“ გაიმართება.


აღნიშნულ ღონისძიებები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს, HoReCa სექტორის წარმომადგენლებსა და ღვინის ექსპერტებს.


მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები კომპანიებს საშუალებას აძლევს, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და იაპონელ მომხმარებლებს გააცნონ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, უნიკალური ყურძნის ჯიშები და მეღვინეობის ტრადიციები, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.


იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს აღნიშნულ ბაზარზე ექსპორტირებული იყო 200 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც 42%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


იაპონიის ბაზარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციისადმი განსაკუთრებული მოთხოვნითა და ვთენტური, განსხვავებული გემოებისადმი მზარდი ინტერესით. სწორედ ამ კონტექსტში ქართული ღვინო, თავისი მრავალფეროვანი გემოებითა და ტრადიციული წარმოების მეთოდებით, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იძენს.