გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლაშა ავალიანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის ანგარიშს გაეცნო

7-04-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წამყვან სპეციალისტებს შეხვდა და ლაბორატორიის საქმიანობის ანგარიშს გაეცნო.


შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიის როლზე ქვეყნის აგროსექტორის განვითარებასა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში. სპეციალისტებმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები, ასევე გაუზიარეს რეკომენდაციები ლაბორატორიული სერვისების კიდევ უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ლაბორატორიული კვლევების ხარისხის გაუმჯობესებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის, ისე საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.


ამასთანავე, ლაბორატორიის სპეციალისტებმა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს და მინისტრის მოადგილეს დეტალურად გააცნეს თბილისსა და რეგიონებში არსებული ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა და კვლევითი შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც დაავადებების პრევენციაში, ისე ფერმერული მეურნეობების მდგრად განვითარებაში.


შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ფერმერებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების გამართვა, მინისტრის მოადგილის ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დროული გამოვლენისა და პრევენციის მნიშვნელობის შესახებ.