გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში უმსხვილესი მედიასაშუალებები გაეცნენ

8-04-2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, პეკინში სამოგზაურო მედია ფორუმში Travel Media Marketplace China - TMM China 2026  მიიღო მონაწილეობა.


ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის წარმომადგენლებმა ჩინეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის მედია ორგანიზაციებისა და ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის პრეზენტაციები გამართეს.


B2B ფორმატში შეხვედრები შედგა მედია ორგანიზაციების რედაქტორებთან, ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.


ჩინური მედიისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, დაინტერესდნენ საქართველოს კურორტებით, ინფრასტრუქტურითა და სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებით.


TMM China 2026-ზე წარმოდგენილი იყო 500-ზე მეტი კომპანია, როგორც ჩინეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


TMM China 2026‑ზე საქართველოს მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე და ტურისტული ნაკადების მოზიდვას საქართველოში.