გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

8-04-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, გასული კვირის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სუდანის, უზბეკეთის, ფილიპინების, ბანგლადეშის, იორდანიის, რუსეთის, სომალის, ტაილანდის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 97 მოქალაქე.


ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გაძევებულ არალეგალთა რაოდენობა უკვე 1 000 პირს აჭარბებს, რაც გასული წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, უპრეცედენტო შედეგს წარმოადგენს.


მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.